უკრაინაში ომი გრძელდება. გასულ ღამეს, რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა სუმის ოლქში. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერ-ჯერობით, არ ვრცელდება.
საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული კიევშიც. რუსული აგრესიისგან თავს იცავს ომში მყოფი ქვეყანაც - რუსეთში, როსტოვის ოლქში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისგან 14 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.