ბათუმში, "ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. პროექტს საფუძველი ჩაეყარა. სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საზეიმო ვითარებაში ჩააგდეს.
"ოცნების ქალაქის" მეორე ეტაპი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ბინას 1077 თანამოქალაქე მიიღებს. მშენებლობა 36 თვეში უნდა დასრულდეს. „საცხოვრებელი ბინების მშენებლობასთან ერთად, ტერიტორიაზე საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება.
მოქალაქეებს ადგილზე ასევე სხვადასხვა სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ. ცნობისთვის, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პირველ ეტაპზე, თანამედროვე სტანდარტების, სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა. 582 ოჯახს ბინა საკუთრებაში უკვე გადაეცა.
ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ, იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო.