აქცია პროკურატურასთან

27 მაისი 2016, 00:00 2727 ნახვა

აქცია იყო დღეს პროკურატურასთან. მოქალაქე დავით დევაძე ამბობს, რომ მას 250 ათასი ლარის ქონება უკანონოდ ჩამოართვეს. როგორც თვითონ ყვება კერძო საკუთრება უშიშროების თანამშრომელმა ნოდარ მრევლიშვილმა იძულებით გადააფორმებინა სხვა პირზე. შემთხვევა 2009 წელს მოხდა. დევაძის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურას 2009 წელს მიმართა თუმცა საქმე დრემდე არ არის დასრულებული. ის პროკურატურას საქმის დროულად გამოძიებას სთხოვს. 

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში