ვლადიმერ პუტინს ვესაუბრე, მას სურს, ადამიანები აღარ იღუპებოდნენ - დონალდ ტრამპი

09 თებერვალი 2025, 11:05 347 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ პოსტი“ წერს.

კითხვაზე, რამდენჯერ ისაუბრა პუტინთან, ტრამპმა უპასუხა: „სჯობს, არ ვთქვა“.

„მას აღარ სურს, ადამიანები კვდებოდნენ“, -აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, რომლის ციტატასაც „ნიუ იორკ პოსტი“ აქვეყნებს.

„ყველა ის დაღუპული ადამიანი. ახალგაზრდა, ლამაზი ადამიანები. ისინი შენს შვილებს ჰგვანან, ორი მილიონი - და უმიზეზოდ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი არასდროს მოხდებოდა, 2022 წელს პრეზიდენტი რომ თავად ყოფილიყო.

”მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან. ბაიდენი ჩვენი ერისთვის სირცხვილი იყო. სრული სირცხვილი”, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების კონკრეტული გეგმა აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში