მზია ამაღლობელის მონიტორინგის პროცესი და მხარდამჭერი თერაპია გრძელდება - ზურაბ ჩხაიძე

11 თებერვალი 2025, 12:18 92 ნახვა

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მონიტორინგის პროცესი და მხარდამჭერი თერაპია გრძელდება.

მედიკოსის თქმით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ შეცვლილა.

„მისი ზოგადი მდგომარეობა რჩება იგივე. ძირითადად უჩივის ზოგად საერთო სისუსტეს და პაციენტს უგრძელდება მონიტორინგის პროცესი, მხარდამჭერი თერაპია. იცით, რომ ჩატარდა საკონტროლო დამატებითი ლაბორატორიული კვლევები. შედეგების ნახვის შემდგომ მას აეხსნა მოსალოდნელი გართულებების შესახებ და პაციენტმა თანხმობა განაცხადა, რომ მონიტორინგის პროცესი კლინიკის პირობებში გაგრძელდეს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში