ინფრასტრუქტრული სამუშაოები მირვეთში

12 თებერვალი 2025, 14:09 121 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ მირვეთში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დამონტაჟდა გარე განათებები, შეიცვალა ღობეები, მირვეთის ჩანჩქერთან  კი მისასვლელი ბილიკები მოეწყო. 

ახლა მდინარე ჭოროხის პირას საპიკნიკე ადგილს  და სკვერს აწყობენ. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის  დაახლოებით 300 ათასი ლარია გათვალისწინებული. 

მიმდინარე სამუშაოებს ხელვაჩაურის მერი გაეცნო, ზაზა დიასამიძის თქმით,  ხელვაჩაურის თემის თერთმეტივე თემში საზოგადოებრივი ცენტრები და სკვერები მოეწყობა, რისთვისაც აჭარის კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაახლოებით 30 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში