ბათუმში მეტაქსას 10 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები არიან შეკრებილები , ისინი ადგილობრივი მთავრობისგან საცხოვრისით დაკმაყოფილებას ითხოვენ .
20 მდე ოჯახია თვითნებურად შესახლებული მეტაქსას 10 ნომერში , შენობა უმოქმედოა რომელიც უნივერსიტეტის ბაზაზეა.
მოქალაქეებთან მოლაპარაკებას აწარმოებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი რამაზ ჯინჭარაძე - მისი განცხადებით ყველა მოქალაქის მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული , შენობაში კი მოქალაქეები უკანონოდ იმყოფებიან.