პარიზში, მიმდინარე კვირაში, ქართული ღვინო სამ ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი - ღვინის ეროვნული სააგენტო

13 თებერვალი 2025, 09:49 118 ნახვა

პარიზში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ გამოფენაში VinExpo Paris, ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის 13 კომპანია მონაწილეობდა – „თბილღვინო“, GWS, „მეღვინეობა შუმი“, „მეღვინეობა ხარება“, „შატო მუხრანი“, „თელიანი ველი“, „ასკანელი“, „მეღვინეობა შილდა“, „მეღვინეობა ჩელთი“, BOLERO & COMPANY, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ქინძმარაულის ღვინის მარანი“ და „მეღვინეობა იყალთო“. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამდღიან გამოფენაში  მსოფლიოს 40-მდე ქვეყანა იყო წარმოდგენილი. 

გამოფენის პარალელურად, პარიზის გასტრონომიისა და სტუმართმასპინძლობის მენეჯმენტის სკოლაში (Le Cordon Bleu) ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია აღნიშნული სკოლის ენოლოგიისა და ღვინის მენეჯმენტის კურისის მსმენელებისთვის გამართა. აღნიშნული კურსის მსმენელები არიან მომავალი ექსპერტები, სომელიეები, ექსპორტ-იმპორტის სპეციალისტები, ბაიერები, ღვინის მწერლები; შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათთვის ქართული ღვინის გაცნობა.

მიმდინარე კვირაში, ასევეღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელმა ცხრა მარანმა საკუთარი პროდუქცია პარიზში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში RAW Wine Paris 2025 წარმოადგინა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში