გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის დეკემბერ-იანვრის თვის საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა, ასეთია გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგი.
გამოკითხვა საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურ გვერდზე გაიმართა, რომელზეც „ლიონის“ ქართველ თავდამსხმელს კონკურენციას უწევდნენ მოსეს საიმონი („ნანტი“), ლუკას სტასინი („სენტ-ეტიენი“), აგუსტინ ბოაკი („სენტ-ეტიენი“) და მაგნეს აკლიუჩი („მონაკო“).
მიქაუტაძემ ეს გოლი ლიგა 1-ის მე-14 ტურის მატჩში „ანჟესთან“ გაიტანა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო გოლის ავტორი ზურიკო დავითაშვილი გახდა.