უეფას ჩემპიონთა ლიგა 

13 თებერვალი 2025, 09:40 104 ნახვა

ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი მეთექვსმეტედფინალური მატჩი გაიმართა. მიუნხენის „ბაიერნმა“  სტუმრად  „სელტიკი“ 2:1 დაამარცხა.

გერმანელთაგან თავი ოლისემ და კეინმა გამოიჩინეს, „სელტიკმა“ მაედას გოლით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, რითაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: „მონაკო“ – „ბენფიკა“ 0:1; „ფეიენორდი“ – „მილანი“ 1:0; „ბრიუგე“ – „ატალანტა“ 2:1. საპასუხო მატჩები 18 თებერვალს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში