მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი მოციგურავე მესამე ადგილზეა

13 თებერვალი 2025, 11:11 126 ნახვა

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“-ის ფარგლებში, ბათუმის ყინულის არენაზე შეჯიბრება ფიგურულ სრიალში დაიწყო.

ტურნირის პირველ დღეს საქართველოს წარმომადგენელმა, 15 წლის ინგა გურგენიძემ იასპარეზა. ინგა ფიგურულ ციგურაობაში ოლიმპიური ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიაზრება.

მოკლე პროგრამის შესრულებისთვის ქართველმა მოციგურავემ 58,84 ქულა დაიმსახურა და მესამე ადგილი დაიკავა.

დღეს ინგა თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს. გოგონათა შორის შეჯიბრება 15:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ ფესტივალზე გულშემატკივრების დასწრება თავისუფალია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში