საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ჯიხანჯურში

13 თებერვალი 2025, 11:01 147 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში ომარ ასლანიძის სახელობის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება.  შეიცვლება კარ-ფანჯრები, შენობის ინტერიერის ნალექისგან დასაცავად კი სკოლა  სრულად შეიფუთება სპეციალური  ფილებით. 

გარდა ამისა მოწესრიგდება  ტერიტორია და სახანძრო  სისტემა.

წელს ქობულეთში  20-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაციაა დაგეგმილი.  

სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში