"ჩვენი არჩევანი არის ან თავისუფლება ან რუსული დიქტატურა" - ამ ლოზუნგით, ბათუმში 15 თებერვალს საპროტესტო მარში იგეგმება.
აქციის ორგანიზატორებმა დღეს განცხადება გააკეთეს და მსვლელობა 18:00 საათისთვის, ცენტარული პარკის ტერიტორიიდან დაანონსეს. მათი განცხადებით, ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს, ახორციელებს რეპრესიებს, ამკაცრებს კანონმდებლობას და ცდილობს ქვეყანა კრემლის გავლენის ქვეშ მოაქციოს.
საპროტესტო მარში შაბათს, ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც იგეგმება. მსვლელობა ბათუმში ცენტრალური პარკიდან საკონსტიტუციო სასამართლომდე გაიმართება.