ორივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას გარდაცვლილი იყო, ოჯახები ექსპერტიზაზე უარს აცხადებენ - ნინო ნიჟარაძე

16 თებერვალი 2025, 00:35 2307 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ორივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას გარდაცვლილი იყო. ოჯახები კი ექსპერტიზაზე უარს აცხადებენ.

ნინო ნიჟარაძემ, მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მწუხარება გამოთქვა და ოჯახებს მიუსამძიმრა.

"პირველ რიგში ვუსამძიმრებ ორივე ოჯახს, ძალიან ვწუხვარ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო. რა ინფორმაციაც გავრცელდა დამატებით დეტალებს მე არ ვფლობ, მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება ექსპერტიზას, შესაბამისი უწყებები არკვევენ ამ საკითხს და  გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. ორივე ოჯახი ექსპერტიზის წინააღმდეგია. მოზარდები სამედიცინო დაწესებულებაში შემოიყვანეს გარდაცვლილები, ისინი ადგილზე გარდაიცვალენ"- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში ორი მოზარდი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში