შეხვედრა მოსწავლეებთან

27 აპრილი 2017, 00:00 3428 ნახვა

„რა პროექტებს ახორციელებს და რა მხარდაჭერას უცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“, - პროგრამის „მომავლის თაობა“  სამოქალაქო კლუბების წევრებმა კითხვები მაუწყებლის დირექტორს დაუსვეს.

ბათუმის გენდერის მედიაცენტრში მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეორგოლები და განხორციელებული პროექტები  წარადგინეს და მაუწყებელთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. დაიგეგმა პირველი აქტივობებიც.  

პროგრამას „მომავლის თაობა“ PH-ინტერნაციონალ-საქართველო,  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს.  აჭარაში პროგრამას პარტნიორობას ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი უწევს.

ამავე კატეგორიაში