სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია

27 აპრილი 2017, 00:00 2951 ნახვა

სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში - ნაჭყებიას ქუჩაზე. ტერიტორიაზე გაბიონი და რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი შენდება. სანიაღვრე არხების ნაპირსამაგრი სამუშაოები ბათუმში ჯამში, რვა მისამართზე ხორციელდება. რეაბილიტაციის პროცესი ათ დღეში უნდა დასრულდეს. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან მილიონ 541 ათასი ლარი გამოიყო.

ამავე კატეგორიაში