საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მსოფლიო ჩელენჯერის სერიისთვის ემზადება 

19 თებერვალი 2025, 09:01 175 ნახვა

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ეროვნული ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით ქუთაისში შეიკრიბა და მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიისთვის მზადება დაიწყო. 24 თებერვალს ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც ქეიფთაუნში, „ათლონ სთედიუმზე“ სერიის პირველი ორი ეტაპი გაიმართება. 12-12 გუნდი ოთხ სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. ორ-ორი თამაშის შემდეგ პირველადგილოსნები ნახევარფინალში გავლენ, მეორე ადგილოსნები მე-5 მე-8 ადგილებისთვის, მესამეადგილოსნები კი მე-9 მე-12 ადგილებისთვის ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში გერმანიასთან და იაპონიასთან ერთად მოხვდა. პირველ მარტს საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ჯერ გერმანიას, შემდეგ კი იაპონიას დაუპირისპირდება. 2 მარტს კი ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება.

ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპი ისევ ქეიფთაუნში, 7-8 მარტს ჩატარდება. ორი ეტაპის ჯამში რვა საუკეთესო გუნდი მესამე ეტაპს უკვე აპრილში, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ითამაშებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში