ზე ნეიშენელ პალსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯი დი ვენსმა მკაცრად გააფრთხილა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის სამშვიდობო ინიციატივების საჯარო კრიტიკის გამო. ვენსმა ზელენსკის მიდგომას „სამარცხვინო“ და კონტრპროდუქტიული უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთმა ტაქტიკამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას უკრაინის ურთიერთობას მის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირესთან.
„ზელენსკი ძალიან ცუდ რჩევებს იღებს და არ ვიცი ვისგან“, - თქვა ვენსმა. „მას უკვე აღარ აქვს საქმე ჯო ბაიდენთან და ბაიდენის ადმინისტრაციასთან. მას საქმე აქვს დონალდ ტრამპთან და ტრამპის ადმინისტრაციასთან, რომელსაც სურს უკრაინაში ომის დასრულება და არჩევნების ჩატარება.
ვენსი აცხადებს, რომ არჩევნები უკრაინაში ახლა აშშ-ს პოლიტიკაა. ზელენსკი უნდა დაემორჩილოს დემოკრატიულ მანდატს, თუ მას სურს ლეგიტიმაციის გაგრძელება - ამბობს ვენსი და გადაჭარბებულს უწოდებს ევროპელების შეტევას დონალდ ტრამპზე იმის გამო, რომ მან უკრაინას არჩევნების ჩატარება შესთავაზა.
უკრაინაში ომის მთელი თქვენი კონცეფცია არის ის, რომ ეს არის ომი დემოკრატიისთვის? ვფიქრობ, ეს უბრალოდ სასაცილოა ამბობს ვენსი, რომელიც „აბსურდს“ უწოდებს იდეას, რომ ომის დროს არჩევნები არ ტარდება. მან გაიხსენა არჩევნები, რომელიც მისი თქმით შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომის დროს ჩატარდა. ,,ზელენსკიმ გამოიყენა კონფლიქტი რუსეთთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ეფექტურად დასაშლელად და მისი ახლო წრის გასამდიდრებლად - აცხადებს ვენსი. ვიცე-პრეზიდენტის ეს განცხადებები მას შემდეგ გავრცელდა, რაც თავად პრეზიდენტმა ტრამპმა ზელენსკის „დიქტატორი“ უწოდა.