UFC-ის დაუმარცხებელმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური გახადა და დივიზიონი დატოვა. თოფურია მსუბუქ წონაში გადადის. ცნობა ამის შესახებ სპორტულ მედიაში გავრცელდა. ილიას დატოვებულ ვაკანტურ ქამარზე კი ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იბრძოლებენ.
რაც შეეხება ქართველ ჩემპიონს, მას არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი და მზადყოფნა, დაუპირისპირდეს ისლამ მახაჩევს და შესაძლოა, მათი ბრძოლაც ვიხილოთ. თუმცა მანამდე მის მეტოქეებად ჩენდლერი, გეიჯი ან ოლივერა მოიაზრებიან.
ყველაფერი უკვე UFC-ის ხელმძღვანელზე დანა უაითზეა დამოკიდებული.