საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომის კონსტატაცია ბოლო შეხვედრაზე მოხდა: “ქართულ მხარეს დავუდასტურეთ, რომ კარი ღიაა, სკამი დგას”. მისი თქმით ეს ფორმატი აშშ-ს ყოფილი ადმინისტრაციისთვის შურის მიზეზი გახდა.
შეგახსენებთ, 3+3 ფორმატი" ექვსეულის პლატფორმა (რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო)" - გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის.
პლატფორმის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის დეკემბერში გაიმართა. საქართველომ მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.