დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკა გააძლიერა. ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინის ლიდერმა საშინელი სამუშაო შეასრულა და თუ ჰქონდა სურვილი, შეეძლო საუდის არაბეთში რუსეთთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დამჯდარიყო.
ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლი მალე შეწყდება.
უკრაინა და ევროპის ლიდერები არ იყვნენ მიწვეულნი საუდის არაბეთის დედაქალაქში გამართულ მოლაპარაკებებზე, რამაც გააძლიერა მათი შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთმა და აშშ-მა შესაძლოა გააფორმონ შეთანხმება, რომელიც უგულებელყოფს მათი უსაფრთხოების ინტერესებს.
მანამდე ტრამპმა უკრაინის ლიდერს "დიქტატორი"უწოდა და გააფრთხილა, რომ მას სწრაფად უნდა ემოქმედა მშვიდობის უზრუნველსაყოფად, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას დაკარგავს, რამაც გააღრმავა უთანხმოება ორ ლიდერს შორის და ევროპელი ლიდერების შეშფოთებაც გამოიწვია.