სამხედრო წვრთნები სამხრეთ კორეაში

20 თებერვალი 2025, 14:05 225 ნახვა

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  გაიმართა ქვეყნის საჰაერო-სამხედრო ძალების  შეერთებული შტატებთან  ერთობლივი წვრთნები, რომელშიც მონაწილეობდა მინიმუმ ერთი ბი-ერთი-ბი ტიპის  სტრატეგიული ბომბდამშენი.

სამხედრო სწავლება მიზნად ისახავდა კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის საფრთხეების საპასუხოდ  შეერთებული შტატების  შეკავების შესაძლებლობების გაფართოების დემონსტრირებას - ნათქვამია სამხედრო უწყების განცხადებაში.

მანამდე ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გააკრიტიკა აშშ-ი აუკუსის პარტნიორობის ფარგლებში ავსტრალიასთან მიღწეული ბირთვული წყალქვეშა ნავის შეთანხმების გამო და მას  "რეგიონული მშვიდობისთვის საფრთხე" უწოდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში