ბათუმში მეორე დღეა თოვს

21 თებერვალი 2025, 09:55 432 ნახვა

გადაუღებლად თოვს ბათუმში. ამ დროისთვის ქალაქის ტერიტორიაზე თოვლის საფარი არც ისე დიდია, შესაბამისად ტრასნპორტის გადაადგილება არ შეფერხებულა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები უკვე მეორე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გაწმენდითი სამუშაოები გუშინ, ქალაქის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

მათივე ინფორმაციით, გაიწმინდა ზღვაში გამსვლელი არხები და გახსნილია სანიაღვრე ქსელი. ბათუმის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მობილიზებულია სპეცტექნიკა და თანამშრომლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში