ისრაელში სამი ცარიელი ავტობუსი აფეთქდა - ფაქტს ტერორისტულ აქტს უკავშირებენ

21 თებერვალი 2025, 09:29 151 ნახვა

ისრაელის ქალაქებში, ბათ-იამსა და ხოლონში, ავტოსადგომებზე სამი ცარიელი ავტობუსი აფეთქდა. - ინფორმაციას ადგილობრივი  ავრცელებს. აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიცია აცხადებს, რომ მომხდარი სავარაუდო ტერორისტული თავდასხმა იყო. პოლიციამ განაცხადა, რომ მათ გაანეიტრალეს ორი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა ახლომდებარე ავტობუსებში.

მედიის ცნობით, ეს მოწყობილობები ჰოლონში აღმოაჩინეს და თითოეულში 5 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, პრემიერმა ისრაელის თავდაცვის ძალებს „დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული უჯრედის წინააღმდეგ მასიური ოპერაციის განხორციელება დაავალა“. ისრაელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში