ტრამპს ვეტყვი, რომ არ შეიძლება პუტინის წინააღმდეგ სუსტი იყოს, ეს მისი სტილი არ არის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მისი ვაშინგტონში ვიზიტი “რამდენიმე დღეში” შედგება.
კითხვებზე პასუხისას მაკრონმა გააჟღერა თუ რის თქმას აპირებს დონალდ ტრამპისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტი “სხვებში გარკვეულ ბუნდოვანებას აჩენს”, ვინაიდან “ყველაფრის გაკეთება შეუძლია”.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ლეგიტიმურია, თავისუფალი სისტემითაა არჩეული და არსებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარება არ შეუძლია.