ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაფარიკაობაში საქართველოს ეტლით მოფარიკავე ნაკრებმა ხმლით ფარიკაობაში სხვადასხვა სინჯის სამი მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებულები ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი გახდნენ, ვიცე-ჩემპიონის ტიტული გვანცა ზადიშვილმა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ფინალში ერთმანეთს სწორედ ზადიშვილი და თიბილაშვილი დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება თიბილაშვილმა მოიპოვა.
რაც შეეხება ირმა ხეცურიანს, მან ნახევარფინალში იტალიელი იულია მარკოვსკა 15:5 დაამარცხა, ფინალში კი ბელარუს ანასტასია კასტიუჩკოვას 15:12 მოუგო.