ჩემპიონთა ლიგის ყველა მერვედფინალისტი ცნობილია. დღეს წილისყრა გაიმართება, რომელიც დააწყვილებს ტურნირზე შემორჩენილ 16 გუნდს. თითოეულ გუნდს ორ-ორი სავარაუდო მეტოქე ჰყავს.
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონას“ ან „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. პარიზელები „ლივერპულს“ სულ ოთხჯერ შეხვდნენ და სტატისტიკა თანაბარია - 2 მოგება და 2 მარცხი.
რაც შეეხება „ბარსელონას“, - „პარი სენ-ჟერმენმა“ კატალონიელებთან 15 მატჩი გამართეს. ამათგან 5 მოიგეს, 6 წააგეს და 4-ჯერ ფრე ითამაშეს.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა დღეს თბილისის დროით 15:00 საათზე, ნიონში მდებარე უეფას შტაბ ბინაში გაიმართება.