საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მეექვსედ ევრობასკეტზე ითამაშებს

21 თებერვალი 2025, 23:12 174 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მეექვსედ ევრობასკეტზე ითამაშებს.

საქართველომ შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში დანიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 35 წუთში 19 ქულა, 13 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

24 თებერვალს საქართველო გასვლაზე ბოლო ტურში სერბეთს დაუპირისპირდება.

ევრობასკეტი წელს ოთხ ქვეყანაში, ლატვიაში, პოლონეთში, კვიპროსსა და ფინეთში 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში