ვარშავის ღია პირველობა ძიუდოში

22 თებერვალი 2025, 11:40 108 ნახვა

დღეს ძიუდოში ვარშავის ღია პირველობა დაიწყო, რომელზეც საქართველოს ნაკრები 15 ძიუდოისტითაა  წარმოდგენილი, მათ შორის ორი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია, - გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი, თუმცა ისინი ზედა წონებში იასპარეზებენ. სარდალაშვილი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს, გრიგალაშვილი კი 90-ში იჭიდავებს. როგორც სამწვრთნელო შტაბში განმარტეს, არც ერთი მათგანი წონას არ შეიცვლის და ოფიციალურ ტურნირებზე საკუთარ წონებში იასპარეზებენ, ზედა წონებში ჭიდაობა კი მხოლოდ პრაქტიკისთვის სჭირდებათ წონის კლების გარეშე. არც სარდალაშვილს და არც გრიგალაშვილს პარიზის ოლიმპიადის შემდეგ არსად არ უასპარეზიათ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში