ქალთა ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ანდორა 2:1 დაამარცხა. ირის ანტმანის გუნდი სრულ უპირატესობას ფლობდა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, მეორე ტაიმში კი სტუმრები დაწინაურდნენ. 82-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ბაქრაძე წააქციეს და ბებიამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ მეტოქის კარი ბაქრაძემ აიღო და საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 25 თებერვალს გასვლაზე კვიპროსთან ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.