კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზეა

22 თებერვალი 2025, 11:42 90 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი თბილისში დანიის ეროვნულ გუნდთან გამართა, მეტოქე 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე მეტი, 19 ქულა თორნიკე შენგელიამ ჩააგდო. მის ანგარიშზეა ასევე 13 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება. 16 ქულაა დუდა სანაძის ანგარიშზე, 6 ქულით დაასრულა მატჩი რატი ანდრონიკაშვილმა, 4-ით – შერმადინმა, 4-ით – ფევაძემ, 5-ით – ოჩხიკიძემ, 6-ით ბურჯანაძემ, ხოლო 2-ით – ჯინჭარაძემ. დანიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი კი 14 ქულით ლარსენი იყო.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით ოფიციალურად მოიპოვა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. ეს ევრობასკეტი საქართველოსთვის ზედიზედ მეექვსე იქნება, რომელშიც მონაწილეობა მიიღებს.
ქართველებმა პირველად 2011 წელს ლიეტუვაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე იასპარეზეს, სადაც მე-12 ადგილზე გავიდნენ, რაც დღემდე საუკეთესო შედეგია. აქვე გეტყვით, რომ საკალათბურთო შეხვედრას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ესწრებოდნენ. მატჩის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკალათბურთო ნაკრების წევრები და მთელი სტაფი ღირსების ორდენზე წარადგინონ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში