შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან. კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ სააგენტოს თანამშრომლებს და ახალი გენერალური დირექტორი წარუდგინა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს თეა ონიანი უხელმძღვანელებს. სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ თამარ ყურაშვილი, მოადგილეებად პაატა გაფრინდაშვილი, რატი ოქროპირიძე და სალომე ჯამბურია დაინიშნებიან. შეხვედრაზე დარგში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.