მესტია წელს უკვე მეორედ ფესტივალ „გიზ-გიზს“ მასპინძლობს, ღონისძიების ფარგლებში მოწყობილია კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ თავიანთი პროდუქტები წარადგინონ. „გიზ-გიზის“ ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეები იზრუნებენ.