ვითარება ბათუმში 

22 თებერვალი 2025, 20:04 255 ნახვა

ქალაქის მასშტაბით ტროტუარებისა და ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მუნიციპალური სამსახურები ამ დრომდე განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას. იწმინდება ცენტრალურ და შემოერთებულ ტერიტორიებზე ქუჩები, ტროტუარები და მოყინული მონაკვეთები.
პარალელურად  ტექნიკურ მარილს ყრიან.-ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით ფიქსირდება ხე-მცენარეების დაზიანება, რაზეც გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური მყისიერად რეაგირებს.
ამავე სამსახურის მიერ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ხე-მცენარეების თოვლის საფარისაგან გათავისუფლების სამუშაოები. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მიმართულებით ქალაქში შეფერხებები არ არის.
მობილიზებულია 40-ზე მეტი სპეცტექნიკა და 500-ამდე თანამშრომელი. სამუშაოები ღამის განმავლობაშიც გაგრძელდება.-აცხადებენ ბათუმის მერიაში. რაც შეეხება ელექტრო ენერგიის მიწოდებას - ამ დროისთვის მხოლოდ ფერიისა და შუა მახინჯაურის ნაწილს არ მიეწოდება  .- აცხადებენ ენერგო პრო ჯორჯიაში.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში