გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მკვეთრ გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საფრთხის დონე მაღალია.
„23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი და 4-6-ბალიანი შტორმი, (საფრთხის დონე მაღალი)“, - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.