ვითარება ხელვაჩაურში

23 თებერვალი 2025, 11:56 148 ნახვა

გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ხელვაჩაურში. მერიის ინფორმაციით, რამდენიმე მიმართულებით იწმინდება როგორც სოფლებთან  მიმავალი, ასევე შიდა საუბნო გზები. ამ დროისთვის მაღალი ზონის სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტი არ გადაადგილდება. ხელვაჩაურის მერის თქმით, ეს პრობლემა ხვალამდე აღმოიფხვრება.
რაც შეეხება ელექტრომომარაგებას, შუქი არ აქვს ორ სოფელს, სადაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ხელვაჩაურში ამ დროისთვის არ თოვს. წყლის მოწოდების და გაზმომარაგების კუთხით, მერის თქმით პრობლემები ამ დროისთვის არ არის.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში