იუნკერების დღე

23 თებერვალი 2025, 15:22 113 ნახვა

დღეს 23 თებერვალია იუნკერთა ხსოვნის დღე,  ქვეყნის პირველმა პირებმა მათ ხსოვნას პატივი მიაგეს და  იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, თავი მამაცური ბრძოლით ისახელეს და სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს. 2010 წელს საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებული დადგენილებით, იუნკერების ხსოვნის დღე 23 თებერვალს აღინიშნება.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში