საეკლესიო ნივთების გამოფენა

27 აპრილი 2017, 00:00 2742 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის  ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საეკლესიო ნივთებისა და სიწმინდეების გამოფენა მოეწყო ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

როგორც მუზეუმის დირექტორმა, განაცხადა, ადგილის სიმცირის გამო, ექსპონატების მხოლოდ მცირე ნაწილი გამოიფინა, საცავში კი გაცილებით დიდი რაოდენობის საეკლესიო ნივთია დაცული. მუზეუმში განთავსებულია ის საეკლესიო ნივთები,  რომლებიც კომუნისტურ ეპოქაში ეკლესიების მასობრივი ნგრევის შემდეგ გადაარჩინეს. გამოფენა მუზეუმში 10 დღეს გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში