რთული მეტეოროლოგიური პირობების - დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ქარბუქის გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელთა და აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით, 24 და 25 თებერვალს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვალს განახლდება.