ბათუმში ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური თოვის შედეგად განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობის 24 საათიან საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ - ინფორმაციას ბათუმის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქის მასშტაბით სამუშაოებში 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა და მუნიციპალური სამსახურების 500-მდე თანამშრომელია ჩართული. დაფიქსირდა 80-მდე ხე-მცენარის დაზიანება.
უწყებაში განმარტავენ, რომ აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება. ამ ეტაპისთვის წყალი მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდება.