გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა არჩევნებში გამარჯვება მხარდამჭერებთან ერთად აღნიშნა

24 თებერვალი 2025, 10:05 105 ნახვა

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა და კანცლერობის კანდიდატმა არჩევნებში გამარჯვება მხარდამჭერებთან ერთად აღნიშნა. მერცმა მადლობა გადაუხადა თანაპარტიელებს ბრწყინვალე სამუშაოსთვის.

"გმადლობთ ყველას და ახლა წვეულების დროა, ჩვენ გვინდა რემბო ზამბო!" - წამოიძახა მერცმა და მხარდამჭერებიც აცეკვდნენ მუსიკაზე სახელწოდებით "რემბო ზამბო", რომელიც გერმანელმა კომიკოსმა ფრიდრიხ მერცის მხარდასაჭერად შექმნა.

მერცის თქმით, ჯერ კიდევ არ იცის, რამდენი პარტნიორი დასჭირდება პარლამენტში უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში, წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, სავარაუდოდ გაიმარჯვა ქრისტიან-დემოკრატოული და ქრისტიან-სოციალისტური კავშირების  ბლოკმა ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით. მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეორე ადგილზე გავიდა, რომელმაც თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ოლაფ შოლცის გერმანიის მემარცხენე-ცენტრისტულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგით. გერმანიის ფედერალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალისტების მემარჯვენე-ცენტრისტულმა ბლოკმა რომელსაც ფრიდრიხ მერცი ხელმძღვანელობს, ხმების 28,6% დააგროვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში