დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თურქეთში ჩავა

24 თებერვალი 2025, 09:58 127 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს, 24 თებერვალს თურქეთში ჩადის. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ლავროვი თურქეთში განიხილავს საკითხებს ბოლო მოლაპარაკებების თაობაზე ამერიკელ ოფიციალურ პირებთან უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ასევე, როგორ შეუძლია ანკარას წვლილი შეიტანოს პროცესში.

გამოცემას წყარომ ანონიმურობის დაცვით განუცხადა, რომ ნატო-ს წევრი თურქეთი, რომელიც მასპინძლობდა საწყის მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ, "მზადაა იკისროს ეს როლი მომავალ პერიოდში".

წყაროს თქმით, თურქეთში განიხილავენ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს და სირიაში არსებულ ვითარებას.

ამერიკელი და რუსი მომლაპარაკებლები უკრაინის საკითხზე გასულ კვირაში ერ-რიადში შეხვდნენ ერთმანეთს. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკარაში შეხვდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში