ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კონტაქტურ კარატეში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც საერთო ჯამში 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონები გახდნენ ანდრეი ზინჩენკო - 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში და დავით მსხალაძე +80-ში, რომელმაც ფინალში ესპანელი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა.
პლუს 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლევან ვერულიძემ და ლაშა ბაბუაძემ. ეს ტურნირი იყო ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც მაისში, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართება.