ბათუმელი მებრძოლის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

24 თებერვალი 2025, 08:41 109 ნახვა

ბათუმის საბრძოლო აკადემიის წარმომადგენელმა ბექა შაინიძემ წარმატებით იასპარეზა სერბეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე შერეულ ორთაბრძოლებში.

ქართველმა მებრძოლმა მერვედფინალში და მეოთხედფინალში სლოვაკ მეტოქეებს აშკარა უპირატესობით აჯობა, თუმცა ნახევარფინალში თავად დამარცხდა და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ ბექა 2024 ევროპის ჩემპიონია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში