ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ხმების დათვლის დასრულების შემდეგ ოფიციალური წინასწარი შედეგების მიხედვით, ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ბლოკმა - 28,6%-ით გაიმარჯვა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“.
მესამე ადგილზეა მემარცხენე ცენტრისტული „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“.
არჩევნების შედეგების თანახმად, ოლაფ შოლცი კანცლერის თანამდებობას დატოვებს.
წინასწარი შედეგებით მეოთხეა მემარცხენე ლიბერალური „ალიანსი 90/მწვანეები“. მეხუთე ადგილს იკავებს „მემარცხენე პარტია“ (8,8%).
დანარჩენმა პარტიებმა პარლამენტში შესვლისთვის საჭირო 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.