დიდთოვლობის გამო, ბათუმისა და ოზურგეთის სტრუქტურულ ერთეულებში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპები შეჩერებულია - მომსახურების სააგენტო

24 თებერვალი 2025, 14:29 252 ნახვა

დიდთოვლობის გამო, ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოს ბათუმისა და ოზურგეთის სტრუქტურულ ერთეულებში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპებია შეჩერებული. ასევე, ფოთის სტრუქტურულ ერთეულში შეჩერებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი). ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

"დიდთოვლობის გამო, იმ ქალაქებში, სადაც შეფერხებულია ან შესაძლოა შეფერხდეს საგამოცდო პროცესი, კანდიდატებისთვის გავრცელდება სპეციალური შეღავათები, კერძოდ:

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე რეგისტრირებული პირები, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ საგამოცდო პროცესის აღდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე რეგისტრირებულ იმ პირებს, ვისაც ეწურებათ 365 კალენდარული დღე, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ საგამოცდო პროცესის აღდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

იმ პირებს, ვისაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ეწურებათ 30 კალენდარული დღე, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ საგამოცდო პროცესის აღდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

გამოცდაზე გასვლამდე დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - 1272"- განმარტავენ უწყებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში