ვითარება ხელვაჩაურში

24 თებერვალი 2025, 14:50 137 ნახვა

1000-მდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია ხელვაჩაურში, დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. რაც შეეხება გზებს, მოქალაქეები აცხადებენ, რომ შიდა გზები თოვლის საფარისგან გაწმენდილი არ არის, იწმინდება ცენტრალური გზა, თუმცა შეფერხებით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.

ხელვაჩაურის მერი განმარტავს, რომ სოფლებში მოძრავი ტრანსპორტი უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეჩერებულია, ცენტრალურ გზებზე კი ავტობუსები უხვი ნალექის გამო დაგვიანებით მოძრაობენ.

ზაზა დიასამიძე ირწმუნება, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები გაწმენდილია, შიდა გზები კი ეტაპობრივად უნდა გაიწმინდოს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში