დიდთოვლობა აჭარაში - ამინდის პროგნოზი

24 თებერვალი 2025, 15:05 272 ნახვა

აჭარაში დიდთოვლობაა. მეხუთე დღეა უხვი ნალექი ფიქსირდება ბათუმში. თოვლის საფარი დღეს ნახევარ მეტრს აღწევს. დღეს და ხვალ თოვა გაგრძელდება - მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის პროგნოზი, ეს დღეები ტემპერატურა დღისით 1-3 გრადუსი იქნება, ღამით კი ნული დაფიქსირდება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, დიდთოვლობის გამო დაგეგმილი ყველა ავიარეისი გაუქმდა.

შეგახსენებთ, რომ უამინდობის გამო სტამბოლიდან უკვე ერთი კვირაა ავიარეისები არ სრულდება.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სარკინიგზო მიმოსვლის კუთხით პრობლემები დღეს არ ფიქსირდება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში