''ციანიდის საქმე''-  დამძიმებული ბრალი

27 აპრილი 2017, 00:00 2802 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა. თუ აქამდე მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახლა თავისუფლების აღკვეთის ვადა 16-დან 20 წლამდე გაიზარდა. საბრალდებო დასკვნაში შეიცვალა მუხლი და დაემატა სიტყვა ანგარება, რაც ბრალდებულის ადვოკატებისთვის გაუგებარია. მიხეილ რამიშვილი, ამბობს რომ ვიდეო-მტკიცებულებაში, დეკანოზის მიერ ნახსენები სიტყვები “მარილზე გასვლა” არ შეიძლება განხილული იყოს ანგარებად.

გიორგი ფანცულაია კი აცხადებს, რომ პროკურატურის განცხადებაში საუბარია ციანიდის ყიდვაზე, თუმცა საგამოძიებო უწყება ვერ ადასტურებს ვისგან შეიძინა ბრალდებულმა მომწამვლელი ნივთიერება, რადგან ადვოკატის თქმით, ასეთი პირი არ არსებობს.  დღეს ჩვენ ბრალდებულის ოჯახის წევრების პოზიციის ჩაწერაც ვცადეთ, თუმცა მათ კომენტარი არ გააკეთეს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში