ვითარება ქედასა და ხულოში

24 თებერვალი 2025, 20:01 152 ნახვა

მეორე დღეა ინტენსიურად თოვს ხულოს მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 70 სანტიმეტრს აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში კი მეტრს გადააჭარბა.
ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით ამ ეტაპისთვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და დენის მიწოდება მალე აღდგება.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, ქედაში უწყვეტად თოვს მეორე დღეა, სოფლებში თოვლის საფარმა მეტრ ნახევარს მიაღწია, გზებზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეხება ელექტრო ენერგიის მიწოდებას ამ ეტაპისთვის გათიშულია რვა თემში, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში